დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ.
ელჩის შეფასებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ, მეტი სამუშაოა გასაწევი.
„საშუალება არ მქონდა, BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესიდან გვქონდა ინფორმაცია. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.
როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და სამართლებრივი პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.