ბათუმის აეროპორტს დღეს ბარგის სწრაფი სკანირების ახალი, ამერიკული წარმოების მოწყობილობა გადავეცით. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
მსგავსი მოდელები ბათუმთან ერთად ქუთაისის აეროპორტსა და ლარსის გამშვებ პუნქტსაც გადაეცემა.
საელჩოს განმარტებით, ეს დახმარება ნაწილია აშშ-ის მრავალწლიანი და მასშტაბური ძალისხმევისა, ხელი შეუწყოს საქართველოს, საზღვრის დაცვასა და უსაფრთხოებაში.
„ეს მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაეხმარება საქართველოს უზრუნველყოს მისი საზღვრების დაცვა საფრთხისა და კონტრაბანდისგან. ეს მოწყობილობა ხელს შეუწყობს, დაიცვას ბარგი, რომელიც შეიძლება, შეიცავდეს იარაღს ან საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს ან უკანონო კონტრაბანდას. ეს ყველაფერი იმ ძალიან მჭიდრო პარტნიორობისა და კოორდინაციის შედეგია, რომელიც შეერთებული შტატების საელჩოს აქვს საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან აქ, საქართველოში.
ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობთ მსგავს პროგრამებზე, ტრენინგებსა და აღჭურვილობის შემოწირულობებზე. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ შესანიშნავ თანამშრომლობას“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომელიც ბათუმში პირადად იმყოფებოდა.
რენტგენოსკანერი ქართულ მხარეს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში გადაეცა.