ხვალ მასწავლებლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, რომელიც მათ აწუხებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მოვიწვიე მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ხვალინდელი შეხვედრის.
ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ, რაც შეიძლება ფართო მასები მასწავლებლების“, – განაცხადა ამილახვარმა.