აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, რუსეთის ქმედებებს წინ მკაცრად აღუდგება. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხად, სადაც საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დასრულდა დღეები, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა. ამ კონტექსტში კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, ხაკერული კიბერშეტევები ახსენა.
„ჩვენ უყოყმანოდ ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს და დავიცვათ ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები. ჩვენ მეტად ეფექტურები ვიქნებით რუსეთთან მიმართებაში, როდესაც კოალიციაში პარტნიორ თანამოაზრეებთან ერთად ვიმუშავებთ“, = განაცხადა ბაიდენმა.