ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი.
ახალ კანონს მხარი 79 პარლამენტარმა დაუჭირა.
კენჭისყრაში ყველა დეპუტატი არ მონაწილეობდა.
სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში.
მიღებული კანონი მიზნად ისახავს „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებებისადმი საფრთხის, მათ შორის საზოგადოების გახლეჩის, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდებას და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვის თავიდან აცილებას.
კანონი 9 მაისს მწვანე შუქს უნთებს იმ ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.