მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მიჰყიდა არასასურველი საპრეზიდენტო თვითმფრინავი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ტაჯიკეთს. პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განმარტა, რომ ტაჯიკეთის მთავრობამ დაახლოებით 92 მილიონი დოლარი გადაიხადა Boeing 787 თვითმფრინავში.
ლოპეს ობრადორმა თვითმფრინავის გამოყენებაზე 2018 წლის პირველ დეკემბერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა უარია და განმარტა, რომ ის ძალიან მდიდრული იყო. პრეზიდენტი ჩვეულებრივ კომერციული ფრენებით სარგებლობს.
თვითმფრინავი 200 მილიონ დოლარად იყო შეძენილი და მას ობრადორის წინამორბედი, ენრიკე პენია ნიეტო იყენებდა.
„თვითმფრინავის გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას ორი საავადმყოფოს ასაშენებლად ვაპირებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტა.