თეგი: მექსიკა

მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ცენტრალურ მექსიკაში, საკატეკასის შტატის 2 სხვადასხვა ქალაქში, 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს. ოფიციალური ინფორმაციით, 10 ცხედარი ქალაქ ფრესნილოში, 6 კი პანფილო ნატერაში აღმოაჩინეს. სამართალდამცველები დანაშაულის ორივე ადგილზე მუშაობენ. საკატეკასის შტატი ნარკოტიკებით მოვაჭრე ორი ჯგუფის დაპირისპირების ადგილია. ნარკოკარტელები ერთმანეთს აშშ-ის შავ ბაზარზე ნარკოტიკის გასატანი მარშრუტების გამო ებრძვიან.

მექსიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის გასაძლიერებლად 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა  აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გადადგამენ დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მათ ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადების სამართავად, ასევე მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ორმხრივი ვაჭრობის განვითარებით. „იმ გაბერილი სათაურების მიუხედავად, რომლებსაც ზოგჯერ ვხედავ, მე და თქვენ გვაქვს ძლიერი, ნაყოფიერი ურთიერთობები“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მექსიკელ კოლეგასთან შეხვედრისას. ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.  

მექსიკაში, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს - დაიღუპა 13 ადამიანი

მექსიკაში, სან-ლუის-პოტოსის შტატში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. ორმხრივი სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტში ორი ქალის დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანების უკანონო დაკრძალვაში მონაწილეობდნენ, და პოლიციას დაკრძალვის ადგილზე მიუთითეს. „დაჯგუფების 13 წევრი მოკლულია, კიდევ ორი თავდამსხმელი დაკავებულია“, - აცხადებენ პოლიციაში. შემთხვევის ადგილიდან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 27 ავტომატი და შაშხანა ამოიღეს.  

მექსიკაში წლის დასაწყისიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა

წლის დასაწყისიდან მექსიკაში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 14-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ხუან არჯონ ლოპესის ცხედარი ქვეყნის ჩრდილოეთით, სონორას შტატში აღმოაჩინეს. მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურორმა კლაუდია ინდირა კონტრეას კორდობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლოპესი, A Que Le Temes-ის რეპორტიორი, 9 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა. 62 წლის ლოპესის კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახეს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლოპესის გაუჩინარების შესახებ, ხელისუფლებამ სამძებრო ჯგუფი შექმნა. მექსიკაში პრესის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ტალღა არ წყდება. ჟურნალისტი ხოსე ლუის გამბოა 10 იანვარს ვერაკრუსის შტატში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყანაში 2022 წელი ჟურნალისტებისთვის ყველაზე მზიმე წლად ითვლება. უფლებადამცველი ორგანიზაციები პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. რეპორტიორების საზღვრებს გარეშე (RSF) მონაცემებით, ქვეყანაში 2000 წლიდან 150-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.   

საქართველოსა და მექსიკას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ. "ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის. ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა

მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა. შემთხვევა რიო-გრანდეს მდინარეზე მოხდა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  ეროვნული სეისმოლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მიჩოაკანის შტატში, კოალკომანიდან სამხრეთით 59 კილომეტრში იყო. წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა მექსიკისთვის, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. მეხიკოში განგაში ამოქმედდა, ათიათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ბიძგები მიწისძვრებზე რეაგირების მასშტაბური წვრთნების დაწყებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა. შეგახსენებთ, რომ 1985 წლის 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავდასხმა მოაწყო - სრულის შედეგად, დაიღუპა 18 ადამიანი

მექსიკაში, სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტში კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" თავდასხმა მოაწყო -  სროლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ყოფილი მერი, ხუან მენდოზა საკუთარ სახლში მოკლეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვითი ძალები და პოლიცია. ტერიტორიაზე თავდამსხმელს ეძებენ.  

მექსიკაში ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილი დააკავეს

მექსიკის პოლიციამ სამხედროებთან ერთად, სინალოას ნარკოკარტელის სავარაუდო ლიდერი, ოვიდიო გუზმან-ლოპესი, ნარკობარონი ელ ჩაპოს ვაჟი დააკავა.  ამის შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქ კულიაკანში არეულობა დაიწყეს, იუწყება ადგილობრივი მედია Radio Formula. სინალოას გუბერნატორმა რუბენ როჩამ განაცხადა, რომ არეულობის დროს, რომელიც დილიდან შუადღემდე გაგრძელდა, 12 შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც. გარდა ამისა, ქალაქში ძარცვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე 250 მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, რომლებიც შემდგომში ქუჩების გადასაკეტად გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელის წევრებმა თვითმფრინავსაც ესროლეს, რათა ხელი შეეშალათ ოვიდიო გუზმან-ლოპესის ტრანსპორტირებაში. სიტუაცია მოგვიანებით დასტაბილურდა. მექსიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სავარაუდო ნარკოკარტელის ლიდერი უსაფრთხოდ გადაიყვანეს მეხიკოში, საიდანაც, სავარაუდოდ, მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში მოხდება. 2019 წელს ოვიდიო გუზმან-ლოპესი უკვე დააკავეს მსგავსი ოპერაციის დროს, მაგრამ შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქში ფართომასშტაბიანი არეულობები მოაწყვეს, რამდენიმე სამხედრო მძევალი აიყვანეს და ასევე მოახერხეს პოლიციის ოფიცრების ჯგუფის ალყაში მოქცევა. ქვეყნის ხელისუფლებამ გუზმან-ლოპესის გათავისუფლება, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა. 2021 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ოვიდიო გუზმან-ლოპესის და მისი სამი ძმის დაპატიმრებას შეუწყობდა ხელს. ხოაკინ გუზმანი (ელ ჩაპო) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონია. ორჯერ იყო პატიმრობაში მექსიკაში და ამდენჯერვე გაიქცა ციხიდან. ბოლო გაქცევა 2015 წელს მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით შეძლო. ელ ჩაპო გაქცევიდან ექვსი თვის შემდეგ მექსიკაში დააკავეს. 2017 წელს ექსტრადირებული იყო შეერთებულ შტატებში. 2019 წლის ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.  

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის, ოვიდიო გუზმან-ლოპესის დაკავების ოპერაციის დროს სროლას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულთაგან 10 სამხედრო და 19 ნარკოკარტელის წევრია, თავად ოვიდიო გუსმან-ლოპესი კი პოლიციამ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 21 პირი. როგორც „როიტერი“ წერს, „ელ ჩაპოს“ შვილს ბრალი ედება მამის მიერ დაფუძნებული ნარკოკარტელის, „სინალოას“ ერთ-ერთი ფრთის ხელმძღვანელობა. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი არალეგალური ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას ახორციელებს.  

მექსიკამ საპრეზიდენტო თვითმფრინავი ტაჯიკეთს მიჰყიდა

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მიჰყიდა არასასურველი საპრეზიდენტო თვითმფრინავი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ტაჯიკეთს. პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განმარტა, რომ ტაჯიკეთის მთავრობამ დაახლოებით 92 მილიონი დოლარი გადაიხადა Boeing 787 თვითმფრინავში. ლოპეს ობრადორმა თვითმფრინავის გამოყენებაზე 2018 წლის პირველ დეკემბერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა უარია და განმარტა, რომ ის ძალიან მდიდრული იყო.  პრეზიდენტი ჩვეულებრივ კომერციული ფრენებით სარგებლობს. თვითმფრინავი 200 მილიონ დოლარად იყო შეძენილი და მას ობრადორის წინამორბედი, ენრიკე პენია ნიეტო იყენებდა. „თვითმფრინავის გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას ორი საავადმყოფოს ასაშენებლად ვაპირებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტა.  

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას 9 ადამიანის სოცოცხლე შეეწირა, 20 კი, ნანგრევებშია მოყოლილი. BBC-ის ცნობით, ეკლესიაში 100 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, 49 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.  

საელჩო არკვევს მექსიკაში რამდენიმდ ქართველის ადგილსამყოფელს

საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევს“ საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 90 000 დოლარს ითხოვს. „საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების ცნობით. მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.  

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკვადორის პოლიციამ მექსიკის საელჩოში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი დააკავა, რის შემდეგაც, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლების მიერ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციის ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს, გასული წლის დეკემბრიდან კიტოში, მექსიკის საელჩოს თავს მას შემდეგ აფარებდა, რაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.