ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს ზრდის - Reuters

ყაზახეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტირება შედარებით მცირე რაოდენობით ხდება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

ნავთობის წლევანდელი გადაზიდვები კასპიის ზღვის პორტი აქტაუდან ბაქოში, 163,436 ტონამდე გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 28,875 ტონა იყო. 

ყაზახეთის სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის Kazmortransflot-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დამატებით, 104 000 ტონა ნავთობი გადაიზიდა იანვარ-მარტში.