დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.