ქუთაისელი მოჭადრაკე, ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქუთაისელი მოჭადრაკე, ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კირთაძემ 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა.