საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება.
მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის მიმართულებით სერიოზული პროგრესი აქვს და ამ კუთხით კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო.
„ბლექ სი არენას“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება. საუბარი იყო იმაზე, რომ 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსვლებს ველოდებით.
შეიძლება მინიმუმ 100 მლნ ლარზე იყოს საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი. ამას გავაგრძელებთ. სხვა სიახლეებიც ექნებათ ახალგაზრდებს, მსმენელებს და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სეზონი იქნება. ტურიზმში სერიოზული პროგრესი გვაქვს. შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა - 5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. ამ მიმართულებით მეტი მუშაობა გვჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.