გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით იმართებოდა, განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იწვევს მასობრივ ტანჯვასა და ნგრევას უკრაინასა და მის ხალხში". გუტერეშის შეფასებით, ეს ასევე ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკურ რყევებს, რომლებსაც COVID19-ის პანდემიამ მისცა ბიძგი".
გუტერეში და ლავროვი გვერდიგვერდ ისხდნენ მაგიდასთან.
„ძლიერ ქვეყნებს შორის დაძაბულობა ისტორიულად მაღალია. ასეთივეა კონფლიქტის საფრთხეები - არასწორი ნაბიჯების, ან არასწორი გათვლების შედეგად", - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
შეგახსენებთ, რუსეთი ახლა ორგანიზაციის თავმჯდომარეა ერთი თვით.