ყაზახეთი წელს გამარჯვების დღის აღლუმს არ უმასპინძლებს. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
გადაწყვეტილება თანხის დაზოგვის მიზნით და „სხვა ამოცანების გამო“ მიიღეს.
შეგახსენებთ, ლატვიის სეიმმა 20 აპრილს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა.