რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს 27 აპრილს, უნგრეთში პონტიფიკოსის სამოციქულო ვიზიტის წინა დღეს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობი, ამის შესახებ Ansa იუწყება.
ვატიკანმა განაცხადა, რომ შეხვედრა სამოციქულო სასახლეში ხუთშაბათს, დილის 9 საათზეა დაგეგმილი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი იტალიაში ოთხშაბათს, 26 აპრილს ჩავა, სადაც უკრაინის აღდგენის ორმხრივ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და მის შედეგებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან წარადგენს.
რომის პაპმა ფრანცისკემ 23 აპრილს მოუწოდა მსოფლიოს, არ დაივიწყონ უკრაინელები, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ომით.