გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის - IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის.

კითხვაზე : „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს“, 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა - ირანი, 3-3 %-მა -სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, 2-2 %-მა - უკრაინა და ჩინეთი, 1-1 %-მა - ისრაელი, უნგრეთი და გაერთიანებული სამეფო, 1 %-მა - არცერთი.

ამასთან, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორია ჩვენი მთავრობის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი?“ - გამოკითხულთა 17%-მა უპასუხა, რომ პროდასავლური, 25%-მა - პრორუსული, 21% მიიჩნევს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და 20% უპასუხა, რომ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური, 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის/არ სურს პასუხი.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.