გერმანიამ საქართველოს Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის 5 სასუნთქი აპარატი აჩუქა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი აჩუქა. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა აპარატები მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას გადასცა.

გერმანიის საელჩოს ცნობით, დრეგერის (Dräger) ფირმის ხუთი სასუნთქი აპარატი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან შეიძინეს. ფონდი განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად.

სასუნთქი აპარატები ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განთავსდება.