ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამის შესახებ მან ესპანეთში, 25 აპრილს გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება Reuters.
მან გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ დაამატა, რომ არავინ საუბრობს მშვიდობაზე.
ლულამ აღნიშნა, რომ მოწოდებულია, მოძებნოს მშვიდობის ფორმულა კონფლიქტის დასასრულებლად.
დასავლეთის რეაქციის შემდეგ, ბრაზილიის ლიდერმა შეამსუბუქა კომენტარები და პორტუგალიასა და ესპანეთში ვიზიტის დროს დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
18 აპრილს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბრაზილია მექანიკურად იმეორებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას.
ვაშინგტონმა მწვავედ გააკრიტიკა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელმაც შეერთებული შტატები უკრაინაში ომის წახალისებაში დაადანაშაულა. ლულა და სილვას კომენტარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თებერვალში ჩინეთმა გამოაქვეყნა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ცალსახად არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის დატოვებისკენ.
„ბრაზილია მექანიკურად აწარმოებს რუსულ და ჩინურ პროპაგანდას ფაქტების გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.
კირბიმ აღნიშნა, რომ ლულას კომენტარები "უბრალოდ მცდარი იყო".
„არ ვიცი, როგორ ან რატომ მივიდა მან ამ დასკვნამდე, მაგრამ სრულიად არ ვეთანხმები“.
ბრაზილია არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უარი თქვა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიაში ლათინური ამერიკის ტურნეს დაწყებისას განაცხადა, რომ რუსეთი „მადლიერია ბრაზილიელი მეგობრების, რომლებიც მკაფიოდ აცნობიერებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციას.