საქართველოში 26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ჩამოვა. შესაბამის ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.