საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს შეხვდა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს.
ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.