„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ.

პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.