ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში კი, ცდილობს, გაამართლოს რუსული აგრესია.

სანქციები ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას გულისხმობს.