მზარდ ეკონომიკას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი, კვალიფიციური სამუშაო ძალა კი ნიშნავს უკეთეს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ყოველწლიური Skills Week Georgia-ს გახსნისადმი მიძღვნილ აღწერაში წერს.
ამ ღონისძიებაზე ყოფნისას ელჩმა კელი დეგანმა ხაზი გაუსვა ტექნიკური და პროფესიული უნარების მნიშვნელობას როგორც პიროვნული, ასევე, პროფესიული ზრდისთვის და საყოველთაო პროგრესისთვის.
„ღონისძიება USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ისეთი სამუშაო ძალის მომზადებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებს შეესაბამება. ამერიკის შეერთებული შტატები, კერძო სექტორთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, ხელს უწყობს პროფესიულ განათლებასა და ქმნის კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს მის ევროპულ მისწრაფებებთან. მსგავსი პროგრამებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.