ჩერნობილის ზონის აღსადგენად უკრაინა დონორებისგან 23 მილიონ ევროს იღებს

ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურმა დახმარებამ უკვე 23 მილიონ ევროს მიაღწია.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენ კრამარენკომ განაცხადა.

„პარტნიორების მიერ ადრე გამოყოფილი 15 მილიონი ევროდან უკვე გამოყენებულია 2 მილიონი ევრო. ასევე, ანგარიში უკვე შევსებულია 8 მილიონი ევროთ. ამრიგად, დღეს უკვე გვაქვს 23 მილიონი ევრო დონორებისგან", - განაცხადა კრამარენკომ. 

ამასთან, აღნიშნა, რომ თანხის მოცულობა გაიზრდება, რადგან ფინანსური დახმარება უკრაინაში კვლავ შედის. როგორც ცნობილია, ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის უკვე შემუშავებულია და დარეგისტრირებულია 40 პროექტი, რომელიც 2023 წელს დაახლოებით 15 მილიონი ევროს დაფინანსებას მოიცავს.