მომავალში უკრაინა მოკავშირეებისგან მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს. მაგრამ დასაწყისისთვის, პარტნიორებმა უნდა გააკეთონ გათვლები და გადაწყვიტონ, ვინ არის მზად თვითმფრინავის გადასაცემად, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ამ საკითხზე RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რაც შეეხება მოერიშე თვითმფრინავებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ჯერ კიდევ წელს მოხდეს, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ მხრივ როლს პრაქტიკულობის ფაქტორი თამაშობს.
„ეს არის ფაქტორი, რაზეც მე ვსაუბრობდი - პრაქტიკულობა. საბრძოლო თვითმფრინავები ყველაზე ძვირადღირებული სისტემებია. შესაბამისად, საქმე ეხება სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას, შემდეგ მათ შენარჩუნებას, პლუს რაკეტები და ბომბები მათთვის - ეს ყველაფერი ნამდვილად ძვირია. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ, მზად არის თუ არა ამისთვის დარეგისტრირებისთვის ყველა“, - განმარტა მინიტრმა.