ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან, ტაის როიტენი (ნიდერლანდები) რომელიც ევროპარლამენტში „ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, მისი კოლეგის, ვიოლა ფონ კრამონის მიმართვას გამოეხმაურა.
„ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს მხარდამჭერზე, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქართველებს ეს უნდათ. ამიტომ, საქართველოს ლიდერებმა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობა უნდა შეწყვიტონ“, - წერს Twitter-ზე ტაის როიტენი.
გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს.