ამერიკამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $500 000-ის ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
 
მათ შორის: სინათლის კოშკები ღამის ოპერაციებისთვის, წყლის ტუმბოები და ზურგჩანთები მაღალმთიან რეგიონებში ხანძრის ჩასაქრობად და კომპიუტერები გადაუდებელი ოპერაციების ცენტრისთვის.
 
„აღნიშნული დახმარება ნაწილია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმდინარე მხარდამჭერი პროექტებისა, რომლის საერთო ღრებულებაც $500 000 დოლარია. შეერთებული შტატები ერთგულად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ განამტკიცოს ქვეყნის მზაობა საგანგებო სიტუაციებისთვის“, - აცხადებს საელჩო.