მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა - „ვივამედის” კლინიკური დირექტორი

თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას იწვევს, - ამის შესახებ „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.