„ჩვენ ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო ცდა განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, უწყების მიზანია გააძლიერონ და თანამედროვედ აღჭურვონ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები.
„გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს აგრძელებთ.
მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით სამხედრო მუნდირი ატარეს, ჩვენ ვალდებულებები ვართ ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ, ასევე ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სამშობლოს ემსახურეთ და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია. თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ, მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია შექმნა. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. სწორედ, ამიტომ პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. გაზრდილი რესურსებით, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თავდაცვის ძალების შესაძლებლობის განვითარების 10 წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო შესაძლებლობები“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა შექმნან, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ.
„ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის შევქმნათ ყველა პირობა, რათა მათ თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების პირობებში იმსახურონ. მათი დაფასების კუთხით ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, ჩვენთვის კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალ კოდექსში გათვალისწინებული იქნა.
ამასთან, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე ორიენტირებულ წლევანდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი ჯარის განვითარების და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაწევაზე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის NATO-ს და მის წევრებს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.