რუსებო, წადით სახლში, სანამ გვიან არ არის - ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინაში ვიზიტისას სამხედრო აღჭურვილობაზე ამ წარწერით რუსებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
შესაბამისი ფოტო პაველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მან წარწერა იმ სამხედრო აღჭურვილობაზე დატოვა, რომლითაც უკრაინა მომავალ კონტრშეტევაში მიიღებს მონაწილეობას.
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში 28 აპრილის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა.