შვედეთისა და ფინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რადგან რუსეთის გემები შენიშნეს იმ არეალებში, სადაც წყალქვეშა კაბელები გადის და ქარის ელექტროსადგურები მდებარეობს.
ფინური გამოცემა Iltalehti წერს, რომ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში ენერგეტიკულ ქსელებზე რუსეთის შესაძლო დარტყმის ეშინიათ.
შვედეთის საზღვაო ძალების სარდალმა ევა სკუგ ჰასლუმმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ რუსული გემები შვედეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, თუმცა განაცხადა, რომ წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ დივერსიის შესაძლებლობა სერიოზულად განიხილება.
რუსულ მხარეს ამ პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად, 4 აპრილს გახდა.