ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას და აღნიშნა, რომ ის ასევე მზად არის, ჩაერთოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დეპორტაციის საკითხში. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის პრემიერმა ვატიკანში ვიზიტის დროს მიმართა.
პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიტროპოლიტ (ეპისკოპოს) ილარიონს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ბუდაპეშტში.
„მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.