გერმანია იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 27 წლის წინ დახურულ მაღაროს ხელახლა გახსნის - მედია

გერმანიაში, Käfersteige-ის მაღარო, 27 წელია, უმოქმედოდ არის, მისი მდიდარი მინერალური საბადოები კი, მიტოვებული იყო. ახლა მაღაროს კარი ჩაკეტილია და გვირაბები წყალშია ჩაძირული. Financial Times-ის ცნობით, ახლა ეს კარიბჭეები ხელახლა გაიხსნება, რადგან გერმანია ცდილობს, იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულება, მათი მეტი მოპოვებით შეამციროს.

Käfersteige, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნედლ ფტორს შეიცავს, 2029 წლის შემდეგ წელიწადში 100 000 ტონა რესურსის წარმოება შეუძლია, რაც გერმანიის მოთხოვნის 40 პროცენტს და ევროკავშირის მოთხოვნის 13 პროცენტს დააკმაყოფილებს.

„თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რევოლუცია მოვახდინოთ ტრანსპორტში, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა, Deutsche Flussspat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მაღაროს ხელახლა გააქტიურებას გეგმავს.

ყველა ბატარეა Volkswagen ID.4-ში, (კომპანიის პირველი ელექტრო ჯიპი) დაახლოებით 10 კგ მინერალს მოითხოვს. გერმანიას ამჟამად მისი დიდი რაოდენობა მექსიკიდან შეაქვს.

ეს არ არის ერთადერთი ახალი სამთო პროექტი გერმანიაში. Zinnwald Lithium ასევე გეგმავს ლითიუმის უზარმაზარი საბადოს მოპოვებას გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე საქსონიაში, ხოლო კარლსრუეს მახლობლად, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, Vulcan Energy Resources თერმული წყლისგან ლითიუმის წარმოებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციისთვის, ფტორსპარი და ბარიტი მოიპოვებოდა Käfersteige-ში 1997 წლამდე. ევროპაში ფტორსპარის ყველაზე დიდი საბადო, ვარაუდობენ, რომ სწორედ Käfersteige-ს მხარეშია.