ფიროსმანის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

ნაძალადევის რაიონში, ფიროსმანის ქუჩაზე 60 წლამდე კაცი დაჭრეს. მედიის ინფორმაციით, მას მანქანიდან ესროლეს.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება.

მთავარი არხის ინფორმაციით, კაცს მიმავალი მანქანიდან სახლთან ესროლეს.

თვითმხილველი ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ ორი გასროლის ხმა გაიგო. მანქანა კი, საიდანაც გასროლა მოხდა, ავტობუსს შეეჯახა, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიიმალნენ.