დანია უკრაინას 1,7 მილიარდი დანიური კრონის (250 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას გადასცემს, განაცხადა სამშაბათს სკანდინავიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, დანიამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი გამოყო.
კერძოდ, ქვეყანა უზრუნველყოფს კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობას.
„დანია უკრაინას გადასცემს მანქანებს, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გააძლიერებს უკრაინის უნარს, განახორციელოს შეტევა უახლოეს თვეებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დანია შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს.
ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა.
„მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.