აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა 5 მეზობელი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში კაცმა ხუთი მეზობელი მოკლა. გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო.

დაღუპულთა შორისაა 9 წლის ბიჭიც.

ბრალდებული რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.