NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ.
ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტებიდან.
ღონისძიებაზე NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” (SPS) პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობები აღინიშნა, მათ შორის კვლევები მდგრადობისა, და გეოლოგიური საფრთხისგან და მიწისქვეშა აფეთქებებისგან ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ.
„მოხარული ვართ, რომ წარმოვაჩინოთ SPS პროგრამა თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ეს საინფორმაციო დღე საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს კვლევით საქმიანობაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებსა და პრიორიტეტებს შეესაბამება”, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას.