რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც მედია წერს, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები წალეკა და გზები დატბორა.

დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის, ფრანსუა ჰაბიტეგეკოს თქმით, სტიქიამ მათ რეგიონში 95 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 14 პირი ჩრდილოეთ რეგიონში დაიღუპა.