ამერიკის საელჩომ მადლიერებისა და მეგობრობის ნიშნად, „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან ჯილდო მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს შეფასებით, აშშ-საქართველოს მეგობრობის ისტორია მდიდარია მუსიკალური სფეროს მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.
„ჩვენთვის პატივია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისგან მადლიერებისა და მეგობრობის ნიშნად ამ ჯილდოს მიღება.
წელს კონცერტებისა და მუსიკოსი სტუდენტების მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებით დაგვამახსოვრდება ქართული ტრადიციული მუსიკის აუდიოჩანაწერების შენარჩუნებისა და დაცვის პროექტი, რომელსაც კონსერვატორია აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.
ეს ჯილდო სიმბოლოა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა, რომლის შედეგადაც 400-ზე მეტი საათის უნიკალური მუსიკალური მასალა საქართველოსა და მსოფლიოს მომავალ თაობებს სამუდამოდ დარჩება“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.