საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მისივე თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.