თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. კაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.