უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების ბაზას ეწვივნენ.
ვიზიტის დროს აჩვენეს უკრაინაში უკვე გადატანილი სამხედრო ტექნიკის ნიმუშები.
„მადლობას ვუხდი ყველას ნიდერლანდებში, ვინც გვეხმარება. სამხედრო ტექნიკა სწორედ აქედან იგზავნება უკრაინაში, პირდაპირ ბრძოლის ველზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობისთვის.