მაია მენაღარიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მაია მენაღარიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება. ამის თაობაზე ცნობილი ხდება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგიდან, რომელიც 8 მაისს არის ჩანიშნული.

მენაღარიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა დღის წესრიგში პირველ საკითხად არის შეტანილი.