სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე „ლავერასთან“ იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც, მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა.