სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაციას დაესწრო.

„ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საქართველოს მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ მესამის და მისი უდიდებულესობა დედოფალ კამილას კორონაციაზე უესტმინსტერის სააბატოში“, წერს სალომე ზურაბიშვილი.

მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.