რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, არ მინდა, ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, ნახავენ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
"ჩვენთან ვერ მოხდება რა ასე, რევოლუციების ექსპორტები და ისინი ვერ მოხდება რა. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ კი ვართ გაჩერებული ვართ და რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით, რომ რაღაცა არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია, რაღაცა აი, სულ რამდენი იქნებიან, რა? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს და ქალი ქალი არ უნდა იყოს, და ბავშვებმა თავისი სქესები გადაიკეთონ და, რას ჰქვია რა? შენ მოგწონს, შენს ქვეყანაში მიიღე მაგ კანონი გქონდეს და მე თავი გამანებე.
3 000 წელი შენთვის არ მიკითხვას და არც ეხლა არ გკითხავ. იმიტომ, რომ სხვას თუ სერვანტესები ჰყავს, ჩვენ გვყავს შოთა და გალაკტიონი, ვაჟა. არავისზე ნაკლები არ ვართ...არ გვინდა, რომ კონკრეტულად ვიღაც პიროვნებები გამოვყოთ. ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და არ მინდა, რომ ვიღაცას ძალა ვანახოთ, თორემ თუ საჭირო გახდა, იმ ძალასაც ნახავენ და ღმერთმა გვაშოროს რომ იმ ძალამდე მივიდეთ", - განაცხადა სასულიერო პირმა.