ყირიმის გათავისუფლება სერიოზული დარტყმა იქნება რუსული იმპერიალიზმისთვის - ჩეხეთის საგარეო უწყება

მოკავშირეებმა უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას მის გამარჯვებამდე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 1991 წლის საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით. განაცხადა ჩეხეთის საგარე საქმეთა მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ ჩეხეთმა და NATO-მ უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ, სანამ უკრაუნა არ გაიმარჯვებს.

„ჩვენ გვჭირდება, რონ უკრაინამ სრულად აღადგინოს 1991 წლის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები, მათ შორის ყირიმი. როგორც კი ყირიმი გათავისუფლდება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსული იმპერიალიზმისთვის, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ, რადგან ის საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 28 აპრილს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ და ჩეხეთმა მოამზადეს ექვსი ძირითადი პროექტი საბრძოლო მასალის, იარაღის, ტანკების შეკეთების, აგრეთვე, სასწავლო თვითმფრინავების პოტენციური წარმოებისთვის.