სამხრეთ ფინეთში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა და ფინეთის საზღვაო ძალების ბრიგადამ წვრთნები გამართეს. იუწყება NATO-ს ვებგვერდი.
სწავლება ფინეთის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
„2022 წლის მაისში NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის მიღების შემდეგ, რომელიც 2023 წლის 4 აპრილს, ალიანსში ფინეთის გაწევრიანებით დასრულდა, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გააძლიერეს თავიანთი ყოფნა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ „Freezing Winds 22“, რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა, სანამ ფინეთი NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა, ასეთი წვრთნები არსებითი იყო ფინეთისა და მოკავშირე ძალებს შორის თანამშრომლობის უკვე მყარი საფუძვლის გასამყარებლად“, - წერს NATO.
აშშ-ის ჯარების გარდა, წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ NATO-ს მუდმივი საზღვაო ძალების გემები ნიდერლანდებიდან, დანიიდან და გერმანიიდან, ასევე, გემები შვედეთიდან, რომელსაც ასევე მალე ელიან ალიანსში.
„Freezing Winds 22-მა ერთდროულად გააძლიერა კავშირები NATO-სა და ფინეთს შორის, ასევე, გააღრმავა თანამშრომლობა ალიანსსა და შვედეთს შორის“, - აცხადებს NATO.
ასევე წაიკითხეთ: ჰელსინკი და ვაშინგტონი ფინეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზე შეთანხმდნენ