წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში მიწისქვეშა ნაგებობები აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.