უკრაინამ ისრაელის კომპანიის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო

უკრაინამ ისრაელის კომპანია RADA Electronic Industries-ის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო. მას რუსული სარაკეტო თავდასხმების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ.

ისრაელის 16-დან პირველი 3 ტაქტიკური რადარი RADA ieMHR უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურშია.

2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.