მედია: ისრაელი კიევში მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემას გამოცდის

ისრაელი მაისში, კიევში უფრო მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემის გამოცდას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია ისრაელის მედია გამოცემა Walla-ზე დაყრდნობით იტყობინება.

უკრაინისა და ისრაელის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, რომლებსაც Walla ციტირებს, სისტემა სპეციალურად უკრაინისთვის შეიქმნა.

2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.